„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ნაცმოძრაობა“ კორცხელში საარჩევნო პროცესის ჩაშლას გეგმავს

„ნაციონალური მოძრაობა“ სოფელ კორცხელში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვასა და საარჩევნო პროცესის ჩაშლას გეგმავს – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია.
პარტია ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას მიმართავს, სათანადო რეაგირება მოახდინოს, რათა არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სოფელ კორცხელში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვასა და საარჩევნო პროცესის ჩაშლას გეგმავს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აცნობიერებენ, რომ არჩევნებს კორცხელში დიდი უპირატესობით აგებენ, ერთადერთ გამოსავლად კი პროვოკაციების მოწყობასა და არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენებას თვლიან.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველო მიმართავს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს, რათა არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს“, – აცხადებენ პარტიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები