შსს-მ კორცხელში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორცხელში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და ჩხუბის ფაქტზე მყისიერად მოხდა რეაგირება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.
ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირიპისრება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ფიზიკურად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გაუსწორდნენ.
ფიზიკური დაზიანებები „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელს, მათ შორის თენგიზ გუნავას, ნიკა მელიასა და გიგა ბოკერიას აღენიშნებათ.
დაპირისპირების მიზეზი საარჩევნო უბანთან “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის ნიკა მელიას მისვლა გახდა. უბანთან შეკრებილმა პირებმა მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რის შემდგაც ხელჩართული ჩხუბი დაწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები