ავლაბარში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

წუხელ, გვიან ღამით, ავლაბარში ორი პირი დაჭრეს.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი გიორგი ჩხარტიშვილია, რომელიც დანაშაულის მოტივად ჰომოფობიას ასახელებს.
ჩხარტიშვილი პოლიციამ დაკითხა.
დაკითხვის შემდგომ, ჩხარტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას და მის მეგობარს სამი პირი დაესხა თავს. ის დანით მკლავისა და ზურგის არეშია დაჭრილი, ხოლო მისი მეგობარი ფეხში დაჭრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები