ეკა ბესელია: დავით კოღუაშვილი გუნდში რჩება

„დავით კოღუაშვილი ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს სხდომას არ ესწრებოდა, თუმცა ის გუნდში რჩება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ განუცხადა.
მისივე თქმით, კოღუაშვილი მის განცხადებებზე განმარტებებს თავად გააკეთებს.
”კოღუაშვილის საკითხზე ვიმსჯელეთ. ეს არ იყო მთავარი თემა, მაგრამ ერთ-ერთი საკითხი იყო. ის რჩება გუნდში, მაგრამ თავად გააკეთებს განმარტებებს იმ შეფასებებთან დაკავშირებით, რაც იყო. ამ თემაზე პრემიერმაც ისაუბრა. ასე რომ, გუნდის შიგნით რა კითხვებიც იყო, დაისვა და პასუხებიც მიღებულია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები