დავით უსუფაშვილი: „რესპუბლიკური პარტიის“ სახით სხვადასხვა პარტიას ჰყავს საკმაოდ საინტერესო კონკურენტი

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა სიტყვით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ დაარსებიდან 38 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით იმართება.
„ვულოცავ ყველა რესპუბლიკელს, „რესპუბლიკური პარტიის“ მხარდამჭერს და განსაკუთრებით მათ ვულოცავ “რესპუბლიკური პარტიის“ იუბილეს, ვისაც ჩვენი პარტია მაინცდამაინც არ მოსწონს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ სახით სხვადასხვა პარტიას ჰყავს საკმაოდ საინტერესო კონკურენტი და ეს არის მრავალპარტიულობისთვის აუცილებელი ამბავი.
„38 წელი გავიდა პარტიის შექმნიდან, მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ერთად ვართ, დამფუძნებლებიც და ისინიც, ვინც შემდგომ წლებში უერთდებოდნენ პარტიას. მოხარული ვარ, რომ პარტიამ თავისი ძალიან მნიშვნელოვანი კვალი უკვე დაამჩნია ქართულ პოლიტიკას. წინ კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი საქმეები აქვს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს მოქალაქეებს და რესპუბლიკელები ვიქნებით ყოველთვის აქტიურნი. მინდა ვისურვო, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი იყოს მართლაც პარტია. პარტია, რომელსაც შეუძლია მძიმე წუთებშიც პარტიად ყოფნა, ხელისუფლებაშიც ყოფნა, ოპოზიციაშიც ყოფნა, შეუძლია ძალიან ხშირად არცთუ პოპულარული იდეების მხარდამჭერი იყოს. როდესაც ეს პარტია შეიქმნა და “თავისუფალი საქართველო” დააწერა თავის მანიფესტს პირველ წინადადებად, მაშინ ეს წინადადებები ძალიან არაპოპულარული იყო. ამიტომ პარტიის ვალია, იყოს წინ, ოღონდ ძალიან წინაც არ შეიძლება“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები