ომარ ნიშნიანიძე: დავით კოღუაშვილის გარიცხვაზე ჯერჯერობით მსჯელობა არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე დავით კუღუაშვილის განცხადებას აფასებს. ნიშნიანიძის განცხადებით, კოღუაშვილის პოლიტსაბჭოდან გარიცხვაზე მჯელობა, ჯერჯერობით არ ყოფილა.
პარლამენტარის თქმით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც იმ პოზიციაზეა, რომ დავით კოღუაშვილის გადაცდომები უადგილო იყო.
”მან თავის თავზე აიღო ეს ყველაფერი, ბატონმა გიორგიმ მობოდიშებასავით თქვა, რომ კოღუაშვილი პროტესტს გამოთქვამდა წინა რეჟიმის დროს, ანუ ეს არ არის მისი სტილი. თვითონაც განიცდის, ბუნებრივია. ვნახოთ, პროცესები გრძელდება. საინტერესო იქნება თავად დავით კოღუაშვილის მოსმენა”, – განაცხადა ნიშნიანიძემ.
კითხვაზე, უნდა გაირიცხოს თუ არა კოღუაშვილი პარტიიდან, ნიშნიანიძის თქმით, ამაზე ჯერჯერობით მსჯელობა არ არის.
”მე ადრეც ვთქვი – როგორც მოიყვანეს, ისე წაიყვანონ-მეთქი. ამაზე ჯერჯერობით მსჯელობა არ არის, თუმცა მე ვფიქრობ, დავით კოღუაშვილს ალბათ, მოუწევს ჩვენთან განმარტებების გაკეთება”, – აღნიშნა ნიშნიანიძემ.
რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დღევანდელ შეხვედრას, ნიშნიანიძის თქმით, თემა, რომელზეც იმსჯელეს, იყო ”გუნდურობის შენარჩუნება, ერთიანობა დარჩენილი დროის განმავლობაში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები