პრეზიდენტი მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 23-24 მაისს, სტამბოლში, მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
სამიტი გაერო-ს გენერალური მდივნის ბან კი მუნის ინიციატივით პირველად იმართება. მასში მონაწილეობას 70 ქვეყნის ლიდერი მიიღებს.
სამიტს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით, 5 000 მონაწილე დაესწრება. მათ შორის, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იქნებიან.
სამიტის ფარგლებში, ჰუმანიტარულ სფეროში ღონისძიებები, დაუცველობის შემცირება და რისკის მართვა, ინოვაციის მეშვეობით ტრანსფორმაცია და კონფლიქტებში ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.
სამიტზე ასევე, ყურადღება სირიის კრიზისის თემასა და დევნილთა პრობლემის დასაძლევად ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე გამახვილდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები