თედო ჯაფარიძე ხურჩაში მომხდარ ტრაგედიაზე: ჩვენი რეაქცია იქნება მკაცრი

დაიღუპა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თედო ჯაფარიძემ ხურჩაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლების რეაქცია  ძალიან მკაცრი და მძაფრი იქნება.
”ამაზე ორი აზრი არ უნდა იყოს და არც იქნება, რომ ძალიან მკაცრი, მძაფრი იქნება ჩვენი რეაქცია. დაიღუპა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ინფორმაცია. მე არ ვლაპარაკობ, რომ ეს უნდა გაიწელოს, მაგრამ, მერწმუნეთ, რომ ჩვენი ხელისუფლების რეაქცია იქნება ძალიან მძაფრი”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ადგილზე არსებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით უმრავლესობის წარმომადგენელი თვლის, რომ ყველაფერი არსებული ფორმატის საზღვრებშია.
”მე მგონია, რომ ყველაფერი არსებული ფორმატის საზღვრებშია, უსაფრთხოების ზომებიც, აგრეთვე, მაგრამ ადგილი აქვს გარკვეულ მოვლენებს, მათ შორის, ასეთ ტრაგიკულ შემთხვევას, ამიტომ იმ ზომებს, რომელიც დღეს არსებობს, მერწმუნეთ, რომ ხელისუფლება გადახედავს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, თედო ჯაფარიძე უშიშროების საბჭოს მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს.
”მე ვხედავ საჭიროებას იმისას, რომ ის სტრუქტურები, ძალოვნები იქნებიან თუ სამართალდამცველები, უფრო მძაფრად უნდა მოეკიდონ ამ კონკრეტული შემთხვევის გამოძიებას”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები