ტელეკომპანია „საქართველოს“ წილებს ყადაღა მოეხსნა

 

ტელეკომპანია „საქართველოს“ წილებს ყადაღა მოეხსნა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ დღეს დილით მიიღო. „TV საქართველოს“ წილები „რუსთავი 2“-ის საქმის ფარგლებში მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ შარშან დააყადაღა.
მაშინ მოსამართლემ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო, რითაც ტელეკომპანიის წილების გასხვისება აკრძალა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ურთმელიძის ყადაღა მთლიანად გაუქმებულია.
“ვფიქრობთ, სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივად საფუძველი არ ჰქონდა, ძალაში დაეტოვებინა. ეს იყო ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა უკანონო გადაწყვეტილება იქნა მიღებული „რუსთავი 2“-ის და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ, ჩვენ შევეცდებით, რომ ასევე დავასაბუთოთ სასამართლოს წინაშე სხვა განჩინებების უკანონობაც,“ – განაცხადა „რუსთავი 2“-ის იურისტმა, თამთა მურადაშვილი. ამ განჩინებას „რუსთავი 2“-ის და „TV საქართველოს“ იურისტები ელოდებოდნენ 8 თვე. ისინი აცხადებდნენ, რომ მათი საჩივრის განხილვის ყველა ვადა დარღვეული იყო როგორც პირველ, ასევე მეორე ინსტანციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები