მამუკა კაციტაძე – თამაზ მეჭიაური იმ მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკოსია, რომელზეც ან კარგი უნდა თქვა, ან -არაფერი

ბატონი თამაზ მეჭიაური ახლა იმ მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკოსია, რომელზეც ან კარგი უნდა თქვა, ან – არაფერი, ამიტომ თავს შევიკავებ კომენტარისგან, – ასე გამოეხმაურა „კვირას“ პრესკლუბში მყოფი „ახალი მემარჯვნეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე, დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებას, რომელიც „ახალი მემარჯვენეების“ ე.წ. რეინკარნაციას ეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ მეჭიაურმა მაშინ პარტიის ყოფილი წევრი, დავით კოღუაშვილი იგულისხმა. რაც შეეხება კაციტაძეს, მან განაცხადა, რომ მისი პარტიიდან ბევრი ყოფილა ისეთი ადამიანი, რომელიც დღეს მთავრობაში მაღალ თანამდებობებს იკავებს, თუმცა ადამიანური ურთიერთობები ყველაფერზე მაღლა დგას და არასდროს მომხდარა ისეთი რამ, რომ „ახალი მემარჯვენეების „ყოფილ წევრს, მოქმედ წევრებზე და პირიქით, რაიმე „გადაბრუნებული“ ეთქვათ.
„ახალი მემარჯვეების“ ყოფილი წევრები რომ ჩამოვთვალო, მოქმედი პრემიერიდან დაწყებული, ქალაქის მერებით, მინისტრებით, საკრებულოს თავმჯდომარეებით, ფონდების გენერალური დირექტორებით გაგრძელებული, შეიძლება ვინმემ იფიქროს, „ახალი მემარჯვენეები“ მოვიდნენ ხელისუფლებაშიო, თუმცა ეს იყო წარსული და, როგორც იტყვიან,“ ვისაც მოუკლავს, ის მოკლავსო“.
კი, ნამდვილად არიან დღეს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები „ახალი მემარჯვენეების“ ყოფილი წევრები. მათ შორის – დათო კოღუაშვილი, დავით საგანელიძე, ირინა ფრუიძე და სხვა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ადამიანური, ნორმალური ურთიერთობები და ამას არ სჭირდება ზედმეტი აფიშირება, თუმცა თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ მოქმედ „ახალ მემარჯვენეების“ ლიდერს თუ წევრს, რომელიც ყოფილ „ახალ მემარჯვენეზე“ გადაბრუნებულად საუბრობს და პირიქით. ეს ჩვენი ცხოვრების წესია. ეს ჩვენი პრინციპია. ჩვენ ვიყავით პოლიტიკურ ბრძოლაში ერთად, დრომ და გარკვეულმა გარემოებებმა დაგვაშორა, მაგრამ არსებობს ადამიანური ურთიერთობები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მაღლა დგას“, – განაცხადა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები