თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

საბურთალოზე ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს, რის შედეგადაც მან ფეხის არეში ჭრილობა მიიღო. შემთხვევა ბურძგლას ქუჩაზე მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. სავარაუდოდ, უკვე ცნობილია ავტომობილი, რომლითაც დამანაშავე გადაადგილდებოდა.
როგორც „კვირას“ სასწარაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. შს სამინისტროს ინფორმაციით, ახაგაზრდა ბიჭის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118 -ე და 236 -ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები