ქალაქის იერსახის დამახინჯების გამო დაკავებული სამი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ქალაქის იერსახის დამახინჯების გამო დაკავებული სამი პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. მოსამართლემ ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა თაობაზე გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენით მიიღო.
როგორც ერთ-ერთმა დაკავებულმა ანა სურმავამ განაცხადა, ის მეგობრებთან ერთად მეტრო „თავისუფლების“ მოპირდაპირე მხარეს დროშას ხატავდა, რა დროსაც ისინი დააკავეს. ქალაქის იერსახის დამახინჯების ბრალდებით დაკავებული ლგბტ თემის მხარდამჭერი სამი პირის სასამართლო პროცესი ერთი კვირის ვადაში გაიმართება.
რაც შეეხება საპატრიარქოსთან ადმინისტარაციული წესით დაკავებული ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერ 7 პირს, მათი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში უნდა დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები