საპატრიარქოს კედლების შეღებისთვის ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები დააკავეს

სამართალდამცავებმა თბილისში ადმინისტრაციული შენობების იერსახის დამახინჯების ბრალდებით 10 პირი დააკავეს. დაკავებულებმა სხვადასხვა ფერის საღებავით შეღებეს რამდენიმე შენობა, მათ შორის საპატრიარქოს კედლები. ისინი ძირითადად ცისარტყელას ხატავდნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 10 პირის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც ადმინისტრაციული თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. დაკავებულთაგან რამდენიმე პირს ბრალად 173-ე მუხლის დარღვევაც ედება, რაც პოლციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ითვალისწინებს. ცნობილია, რომ 17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები