„სარფში“ დიდი რაოდენობით მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა გამოვლინდა

საბაჟო-გამშვები პუნქტის, „სარფის“, მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული მედიკამენტის შემოტანის მცდელობა გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ეჭვის საფუძველზე ავტომობილის დათვალიერების შედეგად, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე ე.მ. მართავდა, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, მებაჟე ოფიცრებმა 1582 კოლოფი სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი აღმოაჩინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 15844,58 ლარი შეადგინა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები