აწყურთან მომხდარი ავარიის შედეგად დაკარგული მამაკაცის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ
სოფელ აწყურთან მომხდარი ავარიის შედეგად დაკარგული მამაკაცის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ.
როგორც „კვირას“ სამაშველო სამსახურში განუმარტეს, სამაშველო-სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა და ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურთან ავარია გუშინ მოხდა.
გვიან ღამით, „ნივის“ მარკის ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა. ავტომობილში სოფელ ზიკილიაში მცხოვრები ცოლ-ქმარი იჯდა. მანქანა წყალში ჩავარდნისგან ხეებმა იხსნა, ქალი ავარიას გადაურჩა და მსუბუქი დაზიანება მიიღო, მძღოლი კი მდინარის ნაკადმა გაიტაცა. საქმის ძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.