ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს 7-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულის ახლობლების მხრიდან ხმაური და შეურაცხმყოფელი რეპლიკები მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ მათ დარბაზი დაატოვებინა.
სასამართლოში იმყოფებიან “თავისუფალის დემოკრატების” ლიდერებიც. ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი ბრალდებულია – ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი.
გამოძიება მათ დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავება. ხუთივე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. საქმის სასამართლო განხილვა 11 მაისს დასრულდა.