სასამართლომ გია უდესიანს პატიმრობა შეუფარდა

კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე ბრალდებულ გია უდესიანს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტები და ვინაიდან ბრალდებულები საქართველოში არ იმყოფებიან და გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, ამიტომ უდესიანს პატიმრობა შეუფარდა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-2 საპყრობილის ყოფილი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა, რადგან მას სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე აქვს პატიმრობა შეფარდებული.
გია უდესიანის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე, ყოფილი თანამდებობის პირის, გიორგი უდესიანისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-2 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები