ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ბათუმში, 6 მაისის პარკში დაჭრილი 40 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გასროლა ქალაქის ცენტრში დღეს საღამოს მოხდა. პარკთან ახლოს მდებარე მელიქიშვილის ქუჩაზე ადგილობრივებმა სამი გასროლის ხმა გაიგეს.
მომხდარის მიზეზები უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც პარკში ცოლ-შვილს მიაკითხა, მანქანაში ესროლეს.
ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ მუშაობენ.
როგორც „კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები