სასამართლოს გადაწყვეტილება: გია უდესიანს – პატიმრობა, ალექსანდრე მუხაძეს – თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გია უდესიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოს სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის, მიმართ პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობის შესახებ. საქმე ეხება კუს ტბის წილების გადაფორმების გამო ბესიკ ხარძიანის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას.
“ბრალდების მხარე მივიჩნევდით, რომ არსებობდა საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ორივე ბრალდებულთან მიმართებაში გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა. სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ჩვენი პოზიცია. გიორგი უდესიანის მიმართ მის დაუსწრებლად გამოტანილი იქნა პატიმრობა. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ალექსანდრე მუხაძე არაერთ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიცემულია პასუხისგებაში, ამ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლომ არ დააკმაყოფილა ალექსანდრე მუხაძის ნაწილში ბრალდების მხარის შუამდგომლობა,“ – განაცხადა პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა.
გია უდესიანის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, უდესიანისთვის არანაირი აღმკვეთი ღონისძიება შეფარდებული არ უნდა ყოფილიყო.
“საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება გიორგი უდესიანის წინააღმდეგ. მეტიც, წარმოდგენილი ჩვენებები ერთმანეთთან არის წინააღმდეგობაში. ბრალდების მხარე იზიარებს აწ გარდაცვლილი ბესარიონ ხარძიანის ჩვენების ერთ მესამედს, ორ მესამედთან დაკავშირებით კი არანაირი შეფასებას არ აკეთებს. შესაბამისად, არანაირი აღმკვეთი ღონისძიება გიორგი უდესიანისთვის შეფარდებული არ უნდა ყოფილიყო,“ – განაცხადა ბასილაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები