სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა – მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების ქონებას ყადაღა ისევ ადევს

თემურ ჯანაშიასა და მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების ქონებასა და ანგარიშებზე ყადაღის მოხსნის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ადვოკატმა შუამდგომლობა სხდომის დაწყებისთანავე დააყენა. შუამდგომლობის განხილვის შემდეგ, დაიკითხა სახელმწიფო ბრალდების ერთი მოწმე, რომელიც ყოფილი პირველი ლედის – სანდრა რულოვსის დაცვის სამსახურში მუშაობდა. მან იმ თანხებზე ისაუბრა, რასაც პროკურატურა მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას ედავება. მომდევნო სასამართლო სხდომა 13 ივნისს გაიმართება, იგეგმება კიდევ 2 მოწმის დაკითხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები