სოფელ კობალაურში თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ქობულეთის რაიონის სოფელ კობალაურში, მდინარე კინტრიშზე მოქალაქე თევზაობდა სპინინგით წითელ ნუსხაში შეტანილი თევზის სახეობაზე ( მდინარის კალმახზე).
სამართალდამრღვევს მოპოვებული ჰქონდა 18 ცალი მდინარის კალმახის სახეობის თევზი.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები