საქალაქო სასამართლო გადაცემა „არჩევანის“ წამყვანს პასუხობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანის“ წამყვანის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება 2016 წლის 10 მაისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2‘’-ის გადაცემა „არჩევანში’’, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით წამყვანის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, თითქოს „არსებობს ინფორმაცია, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს უკვე დაუწერეს გადაწყვეტილება, რომელიც ხვალ დარბაზში, უბრალოდ მან უნდა წაიკითხოს“.
დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტია და განპირობებულია სასამართლოსადმი მაღალი ნდობით. ამდენად, საფრთხილოა იმ ტიპის განცხადებები, რომელიც აზიანებს სისტემას, რომლის მიმართაც საზოგადოებას ნდობა და დარღვეული უფლების აღდგენის მოლოდინი აქვს. შესაბამისად, სასამართლო მოუწოდებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებას, სიფრთხილით და პასუხისმგებლობით მოეკიდოს მოსამართლისა და სასამართლო სისტემის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელებას“, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები