გურჯაანში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს ეძებენ

გურჯაანში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელები ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალებს არკვევდნენ, რა დროსაც მათთან ავტომანქანით, შეიარაღებული მამაკაცი მივიდა და ავტომატი ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი საქმიანობის დროს პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან თერთმეტ წლადე პატიმრობას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის თავდამსხმელი დაკავებული არ არის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები