ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო სხდომა იმართება. განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. მოსამართლე ბესიკ ბუნიათიშვილი სათათბიროდ გავიდა. როგორც მოსამართლემ ბრალდებულების მიერ წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვის შემდეგ განაცხადა, როდის იქნება სარეზოლუციო ნაწილი, ამას თანაშემწის მეშვეობით აცნობებს მხარეებს. ე.წ. კაბელების საქმეზე 5 ბრალდებულია: ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი. გამოძიება მათ თანხების გაფლანგვას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები