ჩოხატაურში მეზობელმა 38 წლის მამაკაცი დანით დაჭრა

სამართალდამცავები ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვენობანში მცხოვრებ ირაკლი კ-ძეს ეძებენ, რომელმაც თანასოფლელი დანით დაჭრა. თანასოფლეფლელებს შორის ურთიერთშელაპარაკება, სოფლის ცენტრში, ორი დღის წინ მოხდა.
დაზარალებულს დანით მიყენებული სამი ჭრილობა აღენიშნებოდა.
როგორც „კვირას“ ჩოხატაურის რაიონის საკრებულოში სოფელ ქვენობანის წარმომადგენელმა დავით კვაჭანტირაძემ განუცხადა, შელაპარაკება მეზობლებს შორის საყოფაცხოვრებო საკითხზე მოხდა. მისი თქმით, დაჭრილი, 38 წლის ზვიად კუტუბიძე საავადმყოფოში იყო მოთავსებული და კლინიკიდან სახლში დღეს გამოწერეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117 -ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. რაც შეეხება დანაშაულში ეჭვმიტანილ ირაკლი კ-ძეს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები