შალვა რამიშვილი პროკურატურაში დაიბარეს

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი თბილისის პროკურატურაში დაიბარეს. შალვა რამიშვილმა “იმედის” “დირექტორის” გიორგი ბახტაძის მიერ დანაშაულების შესაძლო ჩადენის თაობაზე სამართალდამცველებს ორი კვირის წინ მიმართა.
“როგორც იცით, 2 კვირის წინ სამართალდამცავებს მივმართე განცხადებით “იმედის” “დირექტორის” ბახტაძის მიერ სს დანაშაულების შესაძლო ჩადენის თაობაზე.
“როგორც იცით, 2 კვირის წინ სამართალდამცავებს მივმართე განცხადებით, “იმედის” “დირექტორის” ბახტაძის მიერ სს დანაშაულების შესაძლო ჩადენის თაობაზე. ერთი დანაშაული არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა (ამაზე ქარტიამ უკვე გამოთქვა აზრი), ხოლო მეორე დანაშაული პირადი საუბრის ამსახველი ფარული აუდიოჩანაწერით ჩემი შანტაჟი. სხვა ბევრ რამესთან ერთად, გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, თუ ვის ესაუბრებოდა ტელეფონით “დირექტორი” ბახტაძე, როცა აწარმოებდა მოსამართლე მურისიძის პიარკამპანიას გადაცემა “პოლიტიკაში”. ვინ არის ის პირი, ვისთანაც საუბრის შემდეგ მე მწერდა: “მითხარი გვარი და მას ექნება კრიტიკული კითხვა”, ” მოძებნიან ახლა სხვებს” (აქ იგულისხმება იუსტიციის საბჭოს წევრი მოსამართლეები – მურუსიძის გუნდის წევრები). იმედი მაქვს, გაირკვევა სიმართლე და საზოგადოებისათვის ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეზე დადგინდება ჭეშმარიტება!“, – წერს შალვა რამიშვილი.

რამიშვილი პროკურატრაში 14:00 საათზეა დაბარებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები