დავით თევზაძე – რუსეთთან ომი დღეს არავის უნდა, მაგრამ თუ საჭიროება დადგა, არა მგონია, ვინმემ უკან დაიხიოს

რუსეთთან ომი დღეს არავის უნდა, მაგრამ თუ საჭიროება დადგა და სასიცოცხლო ინეტრესებს შეეხნენ, არა მგონია, ვინმემ უკან დაიხიოს, – აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას გააკეთა.
მისი განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა მოვლენების იმგვარი განვითარება, რომ ნატოს არ სურს რუსეთთან დაპირისპირება და ამიტომ საქართველოს ალიანსში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ის უარს იტყვის მის ტერიტორიებზე.
„დღეს, ალიანსის დღის წესრიგში არ დგას გაფართოება და ეს კარგა ხანია ასეა. მათი გაფართოება გარკვეულ პერიოდში სწრაფად მოხდა და ჯერ კიდევ ის სივრცეა ასათვისებელი. არ მგონია, რომ საკითხი დადგეს ისე, რომ თქვენ ოკუპირებული ტერიტორიები დათმეთ და ჩვენ ალიანსში მიგიღებთ, რადგანაც ჩვენ რუსეთთან ომი არ გვინდაო. რუსეთთან ომი დღეს არავის უნდა, მაგრამ თუ საჭიროებამ მოითხოვა და სასიცოცხლო ინტერესებს შეეხნენ, არ მგონია, ვინმემ უკან დაიხიოს. ფაქტი ერთია, ალიანსის გაფართოების საკითხი დღეს არ დგას და ნებისმიერი სპეკულაცია ამ თემაზე ან წინასაარჩევნო პიარის ნაწილია, ან კიდევ გარკვეული პოლიტიკური ქულების მოპოვების მცდელობა სხვების ხარჯზე“,- განაცხადა თევზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები