გიორგი მარგველაშვილი: მოგვწონს თუ არა ესა თუ ის პოლიტიკოსი, ის უნდა ვაიძულოთ, ჩვენ სასარგებლოდ იმუშაოს

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არჩევნებზე წაუსვლელობით ადამიანები ხელს აწერენ უუნარობას და მონობას,- ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა თბილისის პირველ სკოლაში, საჯარო ლექციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნოდ ყველა პოლიტიკოსი მზად არის, ისაუბროს, ამიტომ ხალხმა უარი კი არ უნდა თქვას მასთან საუბარზე, არამედ უნდა დაუჯდეს და ალაპარაკოს.
„ 60%-ზე მეტი ამბობს, რომ არჩევნებზე არ აპირებს მისვლას. რეალურად ეს ხალხი ხმას აძლევს შავბნელ ძალას, რომელიც მას სამართავად გამოიყენებს. მერე ეს ძალა მოგვიბრუნდება და გვკითხავს, რა ნიშნით მთხოვ დემოკრატიას, რა ნიშნით მთხოვ მედიის თავისუფლებას? შენ არ აგირჩევივარ მე. იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არა ესა თუ ის პოლიტიკოსი, ის უნდა ვაიძულოთ, ჩვენ სასარგებლოდ იმუშაოს. საარჩევნოდ ყველა პოლიტიკოსი მზად არის, ისაუბროს, ამიტომ ხალხმა უარი კი არ უნდა თქვას მასთან საუბარზე, არამედ უნდა დაუჯდეს და ალაპარაკოს – რის გაკეთებას აპირებს, უნდა ალაპარაკოს არა ლოზუნგებით, არამედ უნდა კითხოს, რას აპირებს, როგორ აპირებს. მაგრამ, თუ ასე არ გააკეთებს და, უბრალოდ, უარს იტყვის არჩევნებზე წასვლაზე, მაშინ ის მოაწერს ხელს უუნარობას. სახლში დაჯდომით ის ხელს აწერს მონობას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები