ლევან ბერძენიშვილი: თამაზ მეჭიაური „ქართულ ოცნებას“ ისე დაღუპავს, როგორც საკუთარ თავს ღუპავს

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტარ ლევან ბერძენიშვილის აზრით, თამაზ მეჭიაური „ქართულ ოცნებას“ ისე დაღუპავს, როგორც საკუთარ თავს ღუპავს.
ლევან ბერძენიშვილი თამაზ მეჭიაურის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და ჟურნალსტებთან საუბარში აღნიშნა, რომ „აინტერესებს, ამ დაუოკებელ კაცს ვინმე გააჩერებს თუ არა“.
“მეჭიაური პირობებს ნუ გვიყენებს, რადგან ჩვენ პარტია ვართ, მეჭიაური კი ადამიანია, რომელთა შორის დიდი განსხავავებაა. ისტორიის მანძილზე, პარტიას მოპოვებული აქვს რაღაც, მეჭიაურმა რა მოიპოვა და რა ავტორიტეტი აქვს, ეს არ მკითხოთ და არ მითხრათ, რომ ნატოში მის ბიოგრაფიას სწავლობენ. ის საფინანსო ინსპექციის დონეზე ავიდა და ერთხელ ინსპექტორიც კი იყო, მაგრამ ნატოში ამ კაცის შესწავლას არ დაიწყებენ. მისი პირობები სასაცილოა. საერთოდ, ის იუმორისტულ ფიგურად ყალიბდება და ვიცინებდით, რომ სერიოზული არ იყოს ის, რასაც ამბობს. მან ამერიკასა და ბრიტანეთს შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან ეს ქვეყნები გვეხმარებიან და მათ ტექნიკა ჩამოიტანეს. ჩვენ ვამბობთ, არ გვინდა ამერიკისა და ბრიტანეთის პარტნიორობა, მეჭიაურის გვირჩევნია. რაში მადარდებს, მეჭიაური სიაში იქნება თუ არა?ის იმ პარტიას დაღუპავს, ისევე როგორც თავს იღუპავს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ბერძენიშვილმა.
როგორც დღეს თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, ის პოსტს დატოვებს, თუკი თანამდებობებს ”რესპუბლიკელი” მინისტრები დატოვებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები