თამაზ მეჭიაური: თუ გადადგებიან “რესპუბლიკელი” მინისტრები მეც დავტოვებ თანამდებობას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, კარგი იქნება, თუ “რესპუბლიკური პარტიის” ორი მინისტრი – თინათინ ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი დატოვებენ დაკავებულ თანამდებობას.
მეჭიაურის თქმით, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დატოვებს თავადაც თანამდებობას და პარტიას.
“თუ გადადგებიან “რესპუბლიკელების” თანამდებობის პირები, რომლებმაც “ოცნების” ხარჯზე მიიღეს ეს თანამდებობები, მზად ვარ, მეც დავტოვო ჩემი თანამდებობა და თუ საჭიროა, პარტიაც”, – განაცხადა მეჭიაურმა “პირველ პრესკლუბში“.
ამ განცხადებით, მან “რესპუბლიკელების“ შეფასებებს უპასუხა. თამაზ მეჭიაურის თქმით, ბერძენიშვილები ვერასოდეს გახდებიან დეპუტატები, თუ „ვიღაცას არ აეკიდნენ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები