გიორგი ვოლსკი: არმაზ ახვლედიანს პარტიულ საქმიანობაში არც აქტიური და არც პასიური მონაწილეობა არ მიუღია

არმაზ ახვლედიანი „ქართული ოცნებიდან“ არ გაურიცხავთ, მაგრამ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი იყო დაბალი. ამგვარი შეფასება მისცა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა გია ვოლსკიმ მმართველი გუნდის წარმომადგენელს არმაზ ახვლედიანის პარტიულ საქმიანობას, რომელმაც ”ქართული ოცნების” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც პარლამენტარმა ჟურნალისტებს განუცხადა, არმაზ ახვლედიანს პარტიულ საქმიანობაში არც აქტიური და არც პასიური მონაწილეობა არ მიუღია.
”თუ რამე არ მიყვარს, ეს არის პიროვნებებზე ლაპარაკი. ცხოვრება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ჩემი ფილოსოფია, ან არმაზ ახვლედიანია. მას პარტიულ საქმიანობაში არც აქტიური და არც პასიური მონაწილეობა არ მიუღია. არ გავრიცხეთ, რადგან ეს მის დადებით მხარეს არ შეეფერობოდა და შევუჩერეთ პოლიტსაჭოს წევრობა. პროცესებში არ მონაწილეობდა – მარგი ქმედების კოეფიციენტი მისი მხრიდან დაბალი იყო. ასევე განცხადებები, რომელსაც აკეთებდა, გვიქმნიდა გარკვეულ პრობლემებს და არაეთიკური იყო კოლეგების მიმართ”, – განაცხადა ვოლსკიმ.
არმაზ ახვლედიანმა პარტია ”ქართული ოცნების” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ახვლედიანი განმარტავს, ამის მიზეზი არის ის ფაქტი, რომ ”ქართულმა ოცნებამ” 2012 წელს ნაკისრ მთავარ ვალდებულებებს არ უერთგულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები