დავით თევზაძე – 9 მაისის ღონისძიების კონცეფცია მიფუჩეჩებული მეჩვენა

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე მიიჩნევს, რომ გუშინ გამართული 9 მაისის ღონისძიება მიფუჩეჩებული იყო.
როგორც მან დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას განაცხადა, ღონისძიება არ იყო სათანადოდ ორგანიზებული, მიზეზად კი მსგავსი ღონისძიებების პოლიტიკის უქონლობა იყო. თევზაძის განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან, ვეტერანები დღეს იმაზე მეტ ყურადღებას საჭიროებენ, ვიდრე რეალურად აქვთ.
„გუშინდელ ღონირძიებაზე ასეთი წარმოდგენა დამრჩა, რადგან ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ბატონი პრეზიდენტი დილის 9 საათზე მივიდა პატივის მისაგებად. რეალურად კი ვეტერანებიდან იქ არავინ იყო. მან ფორმალურად დადო გვირგვინი და დატოვა იქაურობა. ვეტერანები ემზადებოდნენ იმისთვის, რომ მთავრობა იქ 10 საათზე უნდა გამოჩენილიყო. ასეც მოხდა, მაგრამ მთელ იმ გუნდს, რომელიც 10 საათზე გამოჩნდა, ძალიან ეჩქარებოდა. ამის შემდეგ რიგ-რიგობით მოდიოდნენ გარკვეული პირები და მთელი ღონისძიება შემოიფარგლებოდა იმით, რომ დებდნენ გვირგვინს და ეცლებოდნენ იქაურობას. შინაარსით, შეიძლებოდა ამ ღონისძიების ისე გაკეთება, რომ რამდენიმე თაობას შორის გაჩენილიყო ერთიანობის განცდა, ამ ყველაფერს იდეოლოგიური დატვირთვა შეეძინა. ასეთი პოლიტიკის უქონლობა კი ამგვარ ღონისძიებას ეტყობა და საზოგადოებაც სერიოზულად ზარალდება“,- განაცხადა თევზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები