დავით თევზაძე – სალომე ზურაბიშვილი შეცდა, როდესაც თქვა, რომ ქაჯების დრო დამთავრდა

სალომე ზურაბიშვილი შეცდა, როდესაც თქვა, რომ ქაჯების დრო დამთავრდა, – აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ დღეს პორტალ „კვირაში“ ქართულ -ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.
მისივე განმარტებით, ის ნეგატიური ინტერპრეტაცია, რაც დღეს საზოგადოებაში წვრთნებთან დაკავშირებით ვრცელდებოდა, არასწორი იყო, რადგანაც დაგეგმილი სამხედრო წვრთნები საქართველოსთვის ერთგვარი ვალდებულებაც იყო, რომელიც მან სხვა ქვეყნებთან პარტნიორობის ფარგლებში აიღო. თევზაძის განცხადებით, მოვლენების სხვაგვარი განვითარების შემთხვევაში არც რუსეთი გააჟღერებდა ნეგატიურ შეფასებებს.
„სალომე ზურაბიშვილი შეცდა, როდესაც თქვა, რომ ქაჯების დრო დამთავრდა. ქართულ- ამერიკული წვრთნების ის ინტერპრეტაცია, რომელიც ვრცელდება, სწორედ ამის მანიშნებელი გახლავთ.
ნებისმიერ წვრთნას მისი კონკრეტული დღის წესრიგი და მიზანი გააჩნია. პოლიტიკური ქულების ამოღების მცდელობას კი მივყავართ იქამდე, რაც მერე იწვევს ქარიშხალს ჭიქა წყალში. რომ არ ყოფილიყო ამ წვრთნებზე მინიჭებული ის ინტერპრეტაციები და სტატუსები, რაც თუნდაც სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა, რომ აი 5 ტანკი შემოვიდა და ეშველა საქართველოსო, არც რუსეთი გაღიზიანდებოდა და არც არანაირი განცხადებები ამას არ მოჰყვებოდა. წვრთნები ეს არის მშვიდობიანობის დროს სამხედრო ძალების ცხოვრების ნორმალური პროცესი. პარტნიორებთან წვრთნები კი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ამავე ძალების ურთიერთქმედებაში ჩართვისთვის მოსამზადებლად. ცუდი აქ არაფერი არ არის და არც იმ წვრთნებშია რაიმე ცუდი, რომლებიც ახლა 11-ში იწყება და 26-მდე გაგრძლდება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთი რამ – არ უნდა შევქმნათ ილუზია იმ ჩვეულებრივი მოვლენისგან, რომელიც დღის წესრიგში დგას. როდესაც მოვაწერეთ ხელი გარკვეულ პარტნიორობებს და სტრატეგიებს, ამის ქვეშ იდო კონკრეტული გეგმები და ჩვენი შეიარაღებული ძალები ჩართულია ამ პროცესში“,-განაცხადა თევზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები