სვანიძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა მოეწყობა (ფოტოკოლაჟი)
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური სვანიძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობას ასრულებს.
მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე არ არსებობდა სანიაღვრე სისტემა. სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს 250 მეტრი სიგრძის ახალი სანიაღვრე მილების, ათი ცხაურის და ათი სანიაღვრე ჭის მონტაჟი.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით სამუშაოებს შპს „პალიტრა“ აწარმოებს. სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე (მიმდინარე წლის 21 მაისი) ადრე სრულდება.