იან ჰამაჩეკი: საქართველომ ყველა პირობა შეასრულა, ახლა ჯერი ევროპაზეა

საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებული ყველა პირობა შეასრულა, ახლა ჯერი ჩვენზეა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, იან ჰამაჩეკმა განაცხადა. მისივე თქმით, ახლა ევროპამაც უნდა შეასრულოს პირობა, ევროპა კი პირობას ყოველთვის ასრულებს. ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები