გარდაბნისა და წალკის მუნიციპალიტეტებში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, გარდაბნისა და წალკის მუნიციპალიტეტებში, მდინარე მტკვარსა და წალკის წყალსაცავზე სამართალდამრღვევები თევზაობდნენ ანკესზე მობმული სახლართი ბადით. მათ მოპოვებული ჰქონდათ 41 კგ. სხვადასხვა სახეობის თევზი.
„სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ კანონდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს“, -აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები