თურქეთი ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, ვარშავის სამიტზე საქართველოს მხარდამჭერი ძლიერი გზავნილები გააჟღერონ

თურქეთი ნატოს დანარჩენ წევრებს მოუწოდებს, ვარშავის სამიტზე საქართველოს მხარდამჭერი ძლიერი გზავნილები გააჟღერონ. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების შესახებ განცხადებას თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტი ავრცელებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის კავშირები სტრატეგიული და სამაგალითოა. დოკუმენტში ასევე წერია, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროატლანტიკური რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით.
საგარეო საქმეთა კომიტეტი კი მხარს უჭერს საქართველოს მიერ ნატოს არსებითი პაკეტის სრულ განხორციელებას და უკვე განხორციელებული რეფორმების ფონზე მოუწოდებს ორგანიზაციის წევრებს, ვარშავის სამიტზე მხარდაჭერის ძლიერი განცხადებები გააკეთონ, რაც ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პროცესში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები