გიორგი აბაშიშვილი: არჩევნების თარიღი არ შეიცვლება
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი არ შეიცვლება, სხვა დამატებით საკითხებზე კი, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ახალი განკარგულებაც კანონის შესაბამისად გამოიცემა.
„არჩევნების თარიღი – 8 ოქტომბერი არ შეიცვლება,“ -აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. რაც შეეხება სხვა დამატებით საკითხებს, მისივე თქმით, უახლოეს დღეებში შედგება შეხვედრა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის და დადგენილებაც კანონის შესაბამისად გამოციცემა“,- განაცხადა აბაშიშვილმა, რომელიც დღეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გურჯაანში, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.