დავით უსუფაშვილი: დღეს არ გვაქვს საქმე იმ შემთხვევასთან, როდესაც ვინმე გადადგომას, ან ვინმე ვინმეს გადაყენებას აპირებს
„მე არ მგონია, რომ დღეს ჩვენ საქმე გვაქვს იმ შემთხვევასთან, რომ ვინმე გადადგომას, ან ვინმე ვინმეს გადაყენებას აპირებს“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
უსუფაშვილის თქმით, იგი მოხარულია, რომ პრემიერ-მინისტრი და „რესპუბლიკელები“ ერთ აზრზე არიან.
„არ მგონია, რომ დღეს გვაქვს საქმე იმ შემთხვევასთან, როდესაც ვინმე გადადგომას ან გადაყენებას აპირებს. საკითხი, რასაც მოჰყვა საჯარო განცხადება პრემიერ-მინისტრის მხირდან, არის კონკრეტული საკითხი. მე მოხარული ვარ, რომ ამ კონკრეტულ საკითხში პრემიერ-მინისტრი და „რესპუბლიკელი“ მინისტრი ზაქარეიშვილი, ისევე როგორც „რესპუბლიკელები“, ვართ ერთ აზრზე, ვამბობთ იმას, რომ იმ განცხადებებს, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენ მიერ გაცხადებულ კურსს, მინისტრ ზაქარეიშვილის, ხიდაშელის, პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილის, თავმჯდომარის მოადგილე კობახიძის, „ქართული ოცნების“ სხვა წევრების არაერთხელ გაცხადებულ კურსს, როგორმე უნდა გავუმკლავდეთ“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ვისაც ამ კურსთან აქვს პრობლემა, პირველ რიგში, ის ხალხი არის ჩამოსაყალიბებელი ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც.
„თანამოაზრეები ვინც ვართ ამ საქმეში, უნდა დავრჩეთ თანამოაზრეები, ერთად ვიქნებით მთავრობაში, თუ სხვაგვარად მოხდება უახლოეს მომავალში, არჩევნებამდე, თუ თუ არჩევნების შემდეგ“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.