ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია, საბოლოო სახით უშუალოდ არჩევნების დანიშვნის შემდეგ გახდება ცნობილი

„ქართული ოცნების” საარჩევნო სია, საბოლოო სახით უშუალოდ არჩევნების დანიშვნის შემდეგ გახდება ცნობილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალსიტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული, თუ როგორ გადანაწილდება საარჩევნო სიაში რიგითობა. აღნიშნული განმარტება ირაკლი კობახიძემ იმ შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც „ქართული ოცნების“ სიაში კახა კალაძის პირველ სამეულში ყოფნას უკავშირდება.
„კონსულტაციები სიასთან დაკავშირებით დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით სია დანომრილი არაა. ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული ის, თუ როგორ გადანაწილდება საარჩევნო სიაში რიგითობა. ჩვენი საარჩევნო სია, საბოლოო სახით ცნობილი გახდება უშუალოდ არჩევნების დანიშვნის შემდეგ, ანუ ზაფხულში. თუმცა მანამდე, ჩვენ უკვე დავაანონსეთ, რომ დაიწყება ჩვენი ახალი სახეების ეტაპობრივი წარდგენა“, – განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივნმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები