კახა კალაძე: საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შესაძლო შეხვედრაზე გუნდში მსჯელობა გაიმართება

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შესაძლო შეხვედრაზე გუნდში მსჯელობა გაიმართება.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული შეხვედრისთვის შესაბამისი მომზადებაა საჭირო და ამის შემდეგ იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება.
„თუ ეს იქნება რაიმე შედეგის მომტანი, შესაძლოა, გაიმართოს. ამაზე გუნდში ვიმსჯელებთ. საჭირო იქნება შესაბამისი მომზადება და შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე არ გამორიცხავს, რომ ”შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში” რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდეს. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნულის შესახებ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები