გიორგი კვირიკაშვილი: პაატა ზაქარეიშვილის განცხადება იყო ნაჩქარევი და ობიექტურობას მოკლებული

პაატა ზარეიშვილის განცხადება იყო ნაჩქარევი და ობიექტურობას მოკლებული, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობოს საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ მას ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე მეტად საკითხზე მთავრობის დუმილი აკვირვებს.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო საგარეო პოლიტიკური პრიორიტებები და ამის დადასტურება არერთხელ მოხდა.
„რაც შეეხება განცხადებას, რომელიც გააკეთა პაატა ზაქარეიშვილმა, რომ მას აკვირვებს „ქართული ოცნების“ დუმილი, მე მაკვირვებს პაატა ზაქარეიშვილის განცხადება, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად არაობიექტური განცხადება. მე მგონია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდანაც და პარლამენტარების მხრიდანაც გაკეთდა არაერთი განცხადება და საქართველოს მთავრობა არის გამომხატველი „ქართული ოცნების“ ნებისა და ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო საგარეო პოლიტიკური პრიორიტებები და ამ პრიორიტეტების დადასტურება არერთხელ მოხდა არაერთ საერთაშორისო თუ შიდა ფორმატში.
რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს მთავრობის წევრი საქართველოს მთავრობის უკმაყოფილებას  გამოხატავს, რატომღაც, მისი აზრით, დუმილის გამო, ეს არის მისი გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ მთავრობის წევრის მხრიდან მმართველი ძალის არაობიექტური კრიტიკა ძალიან გასაკვირი და მიუღებელია. ძალიან გული მტკივა ამ განცხადების გამო და ამიტომ არ შემეძლო, არ გამეკეთებინა ასეთი ვრცელი კომენტარი. მე ძალიან დიდი პატივს ვცემ პაატა ზაქარეიშვილს, მაგრამ მიმაჩნია, რომ მისი განცხადება იყო ნაჩქარევი და ობიექტურობას მოკლებული“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები