პაატა ზაქარეიშვილი: მეჭიაური მარტო, როგორც ადამიანი, არაფერი არაა, ჩემთვის მნიშვნელოვანია „ქართული ოცნება“

ქართულ-ამერიკულ სწავლებაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თამაზ მეჭიაურის მიერ გაკეთებულ შეფასებას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი მიუღებლად მიიჩნევს.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის წვრთნები შარშანაც ჩატარდა, მაშინ კი მეჭიაურს რატომღაც ხმა არ ამოუღია.
„მეჭიაურის შეფასება არის ყოვლად მიუღებელი, რადგან შარშან სწორედ ამ დროს ჩატარდა ამ ტიპისვე წვრთნები და ადრეც ტარდებოდა. მაშინ რატომღაც ხმა არ ამოუღია ბატონ მეჭიაურს. სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს,თავისთავად მარტო როგორც ადამიანი, არაფერი არაა მეჭიაური. ჩემთვის მნიშვნელოვანია, „ქართული ოცნება“ ამას როგორ უყურებს. „ქართული ოცნების“ დუმილი უფრო მნიშვნელოვანია , ვიდრე ბატონი მეჭიაურის ესა თუ ის განცხადება“,-განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მინისტრის თქმითვე, გამორიცხულია 2008 წლის ომი განმეორდეს, რადგან ქართული მხარე პროვოკაციებს არ ჰყვება.
„გამორიცხულია, ჩვენ ვიხილოთ 2008 წლის შესაბამისი მოვლენები, იმიტომ, რომ ქართული მხარე არ ჰყვება პროვოკაციებს“,-განმარტა პაატა ზაქარეიშვილმა.
„მე არ ვიცი, რა გარანტიები გვაქვს ჩვენ აღებული, მაგრამ მიმაჩნია, რომ ასეთი განცხადებების ფონზე და იმ ფონზე, როცა ჩვენს ირგვლივ ყველა ქვეყანაში დაპირისპირება და საომარი სიტუაციაა და ჩვენ ტერიტორიაზე ხდება კონცენტრაცია, არის დიდი საშიშროება იმისა, რომ დაპირისპირებამ ჩვენს ტერიტორიაზე გადმოინაცვლოს“, – განაცხადა მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები