„თამაზ მეჭიაურის განცხადება აბსოლუტურად აცილებულია ”ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკურ კურსს“

თამაზ მეჭიაურის განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობისა და პარტია „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატ თამაზ მეჭიაურის იმ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანხმადაც, ის არსებული მოცემულობით ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.
„თამაზ მეჭიაურის განცხადებას რაც შეეხება, ნამდვილად უნდა ვთქვა დიდი სინანულით, რომ ბატონი თამაზის განცხადება არის აბსოლუტურად აცილებული იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც ”ქართულ ოცნებას” და საქართველოს მთავრობას გააჩნია. ძალიან დასანანია, რომ ბატონი თამაზის განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის და პარტია ”ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ ის ნატოში შესვლას ამ მოცემულობით მხარს არ უჭერს. მისივე თქმით, ალიანსში არავინ მიგვიღებს, თუ ჩვენ არ ვიტყვით უარს აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” დაბრუნებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები