მანანა ნაჭყებია: მეჭიაურის და მისნაირების განცხადებები რუსეთისთვის ერთგვარი პროვოკაციაა

მეჭიაურის და მისნაირების განცხადებები რუსეთისთვის ერთგვარი პროვოკაციაა, – აღნიშნული განცხადება „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ დღეს პორტალ „კვირაში“ რუსეთისგან მოსალოდნელ შესაძლო საფრთხეებზე და პროვოკაციებზე საუბრისას განაცხადა.
„ხანდახან ვამბობთ, რომ ეს მეჭიაურმა თქვა და რა უჭირს მეჭიაურს, თითქოს, როდესაც მეჭიაური ლაპარაკობს, ამას საგანგებო ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, მაგრამ ასე არ არის. არ ვიცი, რა ხედვა აქვს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს და სხვა ლიდერებს ამ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით, მაგრამ კოალიციის შემთხვევაში, თუ მიჩვეულნი ვიყავით, რომ კოალიციის სუბიექტებს შეეძლოთ, სხვადასხვა ტიპის განცხადებები გაეკეთებინათ, ახლა, ერთი პარტიის შიგნით ასეთი ტიპის განცხადებები, კერძოდ კი, ერთი მხრივ, აშკარად პრორუსული მეჭიაური და სხვა დანარჩენების, თუნდაც ამ პარტიის მომავალი ლიდერი გიორგი კვირიკაშვილის ხედვა ასე რადიკალურად განსხვავებული იყოს, იმას მიანიშნებს, რომ „ქართულ ოცნებას“ და მის ხელმძღვანელობას ან არ ესმის, რას ნიშნავს პარტია, ან კიდევ უბრალოდ თვალებს ხუჭავენ მათი თანაპარტიელის ასეთ განცხადებებზე.
ეს არ გახლავთ ისეთი მოვლენა, რომელმაც შესაძლოა, უკვალოდ ჩაიაროს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მეჭიაურის და მისი მსგავსების განცხადებები რუსეთისთვის გარკვეულწილად წახალისებაა იმაზე, რაზეც ის გულში ფიქრობს და რასაც ის დღეს შესაძლოა, ვერ ბედავდეს.
ბუნებრივია, ივარაუდებს, რომ მეჭიაურის სახით, მოდით, განვაზოგადოთ და ასე დავარქვათ იმ პარტიებს და მათ ლიდერებს, რომლებიც რუსეთზე ოცნებებობენ, ათენებს და აღამებს, ისინი რუსეთისთვის წამახალისებლები არიან იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთმა, მართლაც, პროვოკაციული ნაბიჯები გადადგას, ერთია, როდესაც მიდიხარ და გაშლილი ხელით არავინ გხვდება და მეორეა, როდესაც მიდიხარ და ვიღაცები გამოწვდილი ხელით, სულით და გულით გელოდებიან იმ ქვეყანაში, რომელშიც შენ სუვერენიტეტის დამხობას ფიქრობ“, – განაცხადა ნაჭყებიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები