დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეა, რომელიც საქართველოშიც აღინიშნება.
1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
9 მაისი, თბილისში, ტრადიციულად, ვაკის პარკში აღინიშნება, ყოფილ გამარჯვების პარკში ომის ვეტერანები იკრიბებიან. უცნობი ჯარისკაცის საფლავზე პატივის მისაგებად კი მოქალაქეები მიდიან.
საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. დაბრუნებულთაგან ყველას, ვინც გერმანელების ტყვეობას თავი დააღწია, – საკმაოდ ბევრს კი ოჯახებთან ერთად, – გადასახლებაში ცხოვრება მოუხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები