აშშ-ს ელჩის მისამართით გამოთქმული მუქარის გამო დაკავებული სულხან წულაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აშშ-ს ელჩის მისამართით გამოთქმული მუქარის გამო დაკავებული სულხან წულაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, დაცვის მხარემ სასასმართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა, რასაც ბრალდების მხარეც დაეთანხმა. მათი ინფორმაციით, დაცვის მხარე სულხან წულაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვდა.
სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა განიხილა და საბოლოოდ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ სულხან წულაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. წინასასამართლო სხდომა კი ივნისშია ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები