ბათუმში, 23-ე სართულიდან 16 წლის გოგო გადმოვარდა
ბათუმში კობალაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის 23-ე სართულიდან 16 წლის გოგონა გადმოვარდა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირაშ“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.