აქციაზე დაკავებულ 2 პირს 250-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ, ორი დაკავებულის პროცესი კი გადაიდო

სასამართლოს გადაწყვეტილებით “პანორამა თბილისის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულ 2 პირს კონსტანტინე გურულს და ირაკლი კიკილაშვილს 250 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.  კიკილაშვილი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გასაჩივრებას აპირებს.
რაც შეეხებათ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ კიდევ ორი პირს იოსებ ხიმშიაშვილს და გიორგი ახობაძეს, მათი სასამართლო პროცესი 10 მაისამდე გადაიდო, რადგან ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. მათ სასამართლოსთვის უდანაშაულობის დასამტკიცებლად მტკიცებულებების წარდგენა დაევალათ. ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა ორივე ბრალდებული.
დღესვე საკრებულოს დეპუტატს ალეკო ელისაშვილს სასამართლომ სასჯელის სახით 250-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ ”პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციაზე 6 პირი დააკავეს: ალეკო ელისაშვილი, ნატა ფერაძე, ირაკლი კიკილაშვილი, კონსტანტინე გურული, გიორგი ახობაძე, იოსებ ხიმშიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები