ნატა ფერაძე სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა

“პანორამა თბილისის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული “პარტიზანი მებაღეების” ხელმძღვანელი ნატა ფერაძე, სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. ადვოკატის ინფორმაციით, კლინიკური შემოწმების დასკვნით ნარკოლოგიური თრობა არ დასტურდა. ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე კი, ნატა ფერაძემ უარი განაცხადა.
ნატა ფერაძეს დაკავებული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 45-ე (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) მუხლებით. მის მიმართ ასევე დაიწყო გამოძიება პატრულ-ინსპექტორისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტებზე, სსკ-ის 125-ე (ცემა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით.
დღეს კოჯრის გზატკეცილზე “პარტიზანი მებაღეების” ორგანიზებით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლება აქცია გამართეს, სახელწოდებით “არა პანორამა თბილისს”. აქციის მონაწილეები იმ ტერიტორიზე შესვლას ითხოვდნენ, სადაც “პანორამა თბილისის” მშენებლობა მიმდინარეობს, რისი უფლებაც მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. რის შემდეგაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა. აქციაზე 6 პირი დააკავეს, მათ შორის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და “პარტიზანი მებაღეების” ხელმძღვანელი ნატა ფერაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები